"მათი გზა იყო და გზა დავუთმე, უფროსი გაჯიქდა..." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ახალი და ძველი თაობა გადადიოდა გადასასვლელზე. ბებია და შვილიშვილი, ან ასაკოვანი დედა და შვილი.მათი გზა იყო და გზა დავუთმე, ბუნებრივია.

უფროსი გაჯიქდა - დადგა. უმცროსმა უსაყვედურა - ხომ ხედავ გვითმობს, გადავიდეთო და გადავიდა.

ხოდა ჩემთვის ესაა საბჭოთა და თავისუფალი თაობა.

ურთიერთნდობაზე, უცნობი ადამიანების ურთიერთნდობაზე დგას თავისუფლება.

უნდობლობა ტოტალიტარული კვალია. უნდობლობა და არა სკეპტიციზმი", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.