"მდგომარეობა სტაბილურია" - ზურა ხაჩიძე

ზურა ხაჩიძე ალადაშვილის კლინიკიდან სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს. 

„დიდი მადლობა ალადაშვილის კლინიკის ექიმებს ყურადღებისთვის ბატონ ირაკლი ქართველიშვილს. ასევე დიდი მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს სულ ხაზზე არიან. რა თქმა უნდა ლევან რატიანს!

მადლობა თქვენ ყველას ვინც მწერთ და მკითხულობთ. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია და უფლის წყალობით ყველაფერი კარგად ჩაივლის“, – წერს ზურა ხაჩიძე.