"მდგომარეობა უფრო რთულია, ვიდრე მეგონა 3-4 თვის უკან" - ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპექრტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

პროფესორი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ საქართველო მობილიზებული უნდა იყოს აგვისტო-სექტემბრის ეპიდ-აფეთქებისთვის.

"რუსეთში ისევე როგორც ბრიტანეთში 90%-ზე მეტი ყველა ახალი კოვიდ გამოვლენილი პაციენტი არის "დელტა" (ინდური) ვარიანტით ინფიცირებული.

რუსეთში არის საკმაოდ სწრაფი ზრდა კოვიდინფიცირებულების.

სავარაუდოდ, ჩვენ დავინახავთ ანალოგიურ აფეთქებებს რუსეთის სამეზობლოშიც.

დასკვნა:

რუსეთში არის ძლიერი ანტივაქსერული მოძრაობა, თავიდანვე განკუთვნილი იყო "დასავლეთში" შექმნილ ვაქცინებზე და ბუმერანგივით დაუბრუნდა რუსეთს. რუსეთის მოსახლეობა არის ერთ ერთი ყველაზე დიდი ანტივაქსერული მსოფლიოში.

არსებული რუსული ვაქცინების ეფექტურობა "დელტა" (ინდური) ვარიანტის წინააღმდეგ

დიქტატორული/ოკუპანტი/ფაშისტური ქვეყანა, სტატისტიკა და რეალური მაჩვენებლები არ შეესაბამება რეალობას (რეალური სტატისტიკა სავარაუდოდ უფრო მძიმე იქნება).


დასკვნა საქართველოსთვის:

ყველა რუსული არხები (ყველა!!!, ინტერნეტიდან დაწყებული, ტელევიზიით დამთავრებული) უნდა იქნას შეზღუდული საქართველოს ტერიტორიაზე, როგორ, მაგალითი უკრაინიდან ავიღოთ.

რუსული და ჩინური ანტივაქსერული კამპანიების მართვა უნდა იქნას აყვანალი სახელმწიფო უშიშროების დონეზე (რავი უაზრო საუბრების მოსმენაში იკარგება ამდენი რესურსი).

მასიური, კომპანია უნდა იქნას ჩართული ყველა მედიაში.

ქვეყანაში გვინდა მხოლოდ მაღალ ეფექტურობის ვაქცინები (ფაიზერი/მოდერნა ჯერ ჯერობით).

მდგომარეობა უფრო რთულია ვინდრე მე მეგონა 3-4 თვის უკან

ქვეყანა უნდა იყოს მთლიანად მობილიზებული აგვისტო-სექტემბრის აფეთქებისთვის.

ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.