მდინარე ალაზანში მამაკაცს ეძებენ

დედოფლისწყაროში, მდინარე ალაზანში მაშველები 60 წლამდე მამაკაცს ეძებენ. ის ალაზნის პირას ერთ-ერთ ფერმაში მუშაობდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ის მეგობრებთან ერთად მდინარეში შევიდა თუმცა უკან გამოსვლა ვეღარ შეძლო. 

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მყვინთავები იმყოფებიან და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.