მდინარე ალაზანში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოსთან, მდინარე ალაზანში, მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

მამაკაცი ალაზნის პირას ერთ-ერთ ფერმაში მუშაობდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ის მეგობრებთან ერთად მდინარეში შევიდა თუმცა უკან გამოსვლა ვეღარ შეძლო.

სამძებრო სამუშაოები მდინარეში დილიდან მიმდინარეობდა.