მდინარე ენგურში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს

მდინარე ენგურში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათგან ერთი წყალმა სოფელ შამგონაში გამორიყა. 

მაშველებმა ცხედრები უკვე ამოიყვანეს. 

დამატებით გრძელდება კიდე ერთი მოქალაქის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება.

არსებული ინფორმაციით, ოთხი ადამიანი ოკუპირებული გალიდან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც მდინარე ადიდდა და ოთხივე მათგანი გაიტაცა. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  143-ე და 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.