მდინარე რიონში მაშველები 72 წლის კაცს ეძებენ - PHOTO

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონში მაშველები 72 წლის კაცს ეძებენ. 

მდინარის ნაპირზე დაკარგული კაცის ტანსაცმელი იპოვეს. 

დაკარგულის შვილის თქმით, მამაკაცი სახლიდან გუშინ წავიდა და უკან არ დაბრუნებულა.

სამაშველო ღონისძიებებში სამტრედიის და ქუთაისის სამაშველო ჯგუფები არიან ჩართულნი.