მდინარე რიონში მოზარდს ეძებენ

აბაშაში, მდინარე რიონში მოზარდის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სხვადასხვა რეგიონის სამაშველო ბრიგადა.

მოზარდი სოფელ გულისკარში ცხოვრობს, ის კიდევ 3 ბავშვთან ერთად მდინარეზე სათევზაოდ იყო, რა დროსაც წყლის ძლიერმა დინებამ გაიტაცა.

შემთხვევა 21 აგვისტოს მოხდა.