მდინარეში კაცის ცხედარი იპოვეს

ტყიბულში, მდინარე ტყიბულაში ადამიანის ცხედარი იპოვეს. 

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფები. 

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ბორდიურზე იჯდა, რა დროსაც, მოულოდნელად მდინარეში გადავარდა. 

გარდაცვლილი 70 წლამდეა.