მდინარე რიონში კაცის ცხედარი იპოვეს 

ქუთაისში, სამი დღის წინ დაკარგული ახალგაზრდა კაცის ცხედარი მყვინთავებმა იპოვეს.  ამის შესახებ ინფორმაცია report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. 

მათივე ცნობით, ახალგაზრდა კაცს მდინარეში 10 მეხანძრე-მაშველი და თბილისის სწრაფი რეაგირების სამმართველოს სამი მყვინთავი ეძებდა.

სამუშაოებში იყენებდნენ სპეცტექნიკასა და დრონს. მიმდინარეობდა ფსკერის სკანირება ექოლოტით.

როგორც Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.