იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის მე-5 ტალღა საქართველოში უკვე ჩამთავრების სტადიაშია.
მისი თქმით, არის მეორე საფრთხეც და ეს არის "ომიკრონი".
"შვიდი დღის განმავლობაში ინფიცირების საშუალო მაჩვენებელი პირველად ჩამოცილდა 2 ათასის ფარგლებს. ბოლოს ასეთი შემთხვევა იყო ოქტომბრის დასაწყისში. თავისუფალი საწოლების რაოდენობა კლინიკებში, აქაც ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა - პირველად უკვე რამდენიმე თვეა საქართველოში არ ყოფილა 4 ათასზე მეტი თავისუფალი საწოლი.
ამ პარამეტრებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მე-5 ტალღა ნამდვილად ჩამთავრების სტადიაშია - ეს მონაცემები მკვეთრად მიუთითებენ, რომ მე-5 ტალღის პიკი უკვე გადავლილია, მაგრამ არის მეორე საფრთხე. ეს არის ომიკრონი", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.