საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
1- Eli Lilly & Co. - (Bamlanivimab) FDA - EUA 9 November 2020 “ბამლანივიმაბი”
2- Regeneron Pharmaceuticals Inc.- (casirivimab and imdevimab) FDA-EUA 21 November 2020 “კაზირივიმაბი”, “იმდევიმაბი”
3- GlaxoSmithKline. - (Sotrovimab) FDA-EUA 26 May 2021 “სოტროვიმაბი” - წერს ფხაკაძე.
ცნობისთვის, ცნობისთვის, საქართველო უახლოეს პერიოდში მონოკლონურ ანტისხეულებს მიიღებს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველო უახლოეს პერიოდში დონაციის გზით ორი დასახელების პრეპარატს მიიღებს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების სამკურნალოდ, საგანგებო გამოყენებისთვის, მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატი „სოტროვიმაბი“ დაამტკიცა.