მედიასაშუალებების თითოეულ წარმომადგენელს გილოცავთ - კახა კუჭავა

თავისუფალი მედია უმნიშვნელოვანესია დემოკრატიის მშენებლობისა და განვითარებისთვის, ჩვენ, ამ საპატიო საქმეში, თქვენი პროფესიონალიზმის იმედი გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა „ფეისბუქზე“ წერს.

„მედიასაშუალებების თითოეულ წარმომადგენელს, ჟურნალისტებს და მათთან ერთად მთელს საზოგადოებას, გილოცავთ პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს.

თავისუფალი მედია უმნიშვნელოვანესია დემოკრატიის მშენებლობისა და განვითარებისთვის – ჩვენ, ამ საპატიო საქმეში, თქვენი პროფესიონალიზმის იმედი გვაქვს.

საქართველოს პარლამენტის სახელით, გილოცავთ და განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც ყოველდღიურად აშუქებს საპარლამენტო საქმიანობას“,- წერს კახა კუჭავა.