საბერძნეთში გაუჩინარებულ სალომე გოგინაშვილს მეექვსე დღეა ეძებენ

საბერძნეთში გაუჩინარებულ სალომე გოგინაშვილს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. ქართველებმა ემიგრანტებმა სოლიდარობის მიზნით აქცია გამართეს და საქართველოს საკონსულოს დახმარება სთხოვეს.

მათ გოგონას ფოტოები სხვადასხვა ქალაქებში გაავრცელეს. 32 წლის სალომე გოგინაშვილი სახლიდან შაბათს გავიდა და ამ დრომდე არ დაბრუნებულა. ის ბოლოს მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს.