10 დეკემბერი ,,მეგზევის დღეა"

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, 10 დეკემბერს "მეგზევის დღე" აღინიშნება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს 10:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ კონფერენცია გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი წლის ანგარიშს წარადგენს. 

დღესვე დააჯილდოვებენ დამსახურებულ მეგზევეებს.

,,მეგზევის დღე" საქართველოში 1980-იანი წლებიდან აღინიშნება.