"მეხუთე ტალღა იქნება კატასტროფული" - ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის მეხუთე ტალღა კატასტროფული იქნება.

"დღევანდელი მდგომარეობა შეიძლება განვიხილოთ, როგორც არ დასრულებული მე-4 ტალღა. თუ უახლოესი კვირების განმავლობაში  ინფიცირებულების რიცხვი გაიზარდა და ჩვენ გადავაბიჯებთ 6 200-იან ზღვარს, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში გვაქვს მე-5 ტალღა და ეს მე-5 ტალღა იქნება მართლაც კატასტროფული", - ამბობს ივანე ჩხაიძე.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 009 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 45 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 5 177 ინფიცირებული.