მეხუთე ტალღა იქნება - მარინა ენდელაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის მძიმე პაციენტების რაოდენობა დიდი არ არის და იმის გათვალისწინებით, რომ პიკმა უკვე გადაიარა, გარდაცვალების შემთხვევბი კიდევ უფრო შემცირდება. 

"პროცენტულად მძიმე პაციენტების რაოდენობა საბედნიეროდ არ არის ბევრი, მაგრამ COVID-19 გახლავთ უპროგნოზო, არალოგიკური დაავადებაა, როდის რა ხდება, ცოტა რთული გასარკვევია ჯერ კიდევ, თუმცა მე ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მაღალია სიკვდილობა. ბევრ ინფიცირებულში ბევრი სიკვდილობაც იყო, რაც თანდათან შემცირდება,"-აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

მისივე განმარტებით, კორონავირუსის მეხუთე ტალღა საქართველოში იქნება, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ მოსახლეობამ ვაქცინაციის მნიშვნელობა გაითავისა და აღნიშნული ტალღა შედარებით მსუბუქი იქნება. 

"მე-5 ტალღა იქნება, მაგრამ მე გამოვთქვამ იმედს, რომ არ იქნება ისეთი ინტენსივობის, როგორიც იყო მე-4. აქ ძალიან ბევრი იყო ინფიცირებული. მეხუთე ტალღის ადვილად გადასატანად, აუცილებელია მასობრივი იმუნიზაცია. მეხუთე ტალღის სიძლიერე მოსახლეობის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. ძალიან ბევრი ცუდი მაგალითი გვაქვს და მგონია საზოგადოება მივიდა იმ აზრამდე, რომ აცრა და რეგულაციების დაცვა აუცილებელია,"- აღნიშნავს მარინა ენდელაძე.