მენინგოკოქცემიის შემთხვევა ბათუმში-პაციენტი 1 წლის ბავშვია

ბათუმში, მენინგოკოქცემიის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა. ამჯერად პაციენტი ერთი წლის ბავშვია. ის ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ექიმების ინფორმაციით მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

აჭარაში ამბობენ, რომ ადგილობრივ კლინიკებში მსგავსი დიაგნოზის პაციენტებისთვის დახმარების გაწევას ვერ ახერხებენ, ამიტომ იძულებულები არიან დაავადებულები ქუთაისის ან თბილისის საავადმყოფოებში გადაიყვანონ.