მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და მათი ოჯახები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა.