მერიამ დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

მუნიციპალური პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპი და მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება. როგორც report.ge-ს თბილისის მერიიდან აცნობეს, პროგრამის მიზანი დედაქალაქში მცხოვრები მოქალაქეების პროფესიული მომზადება/გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობაა.

პროგრამა ოთხ სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯთან თანამშრომლობით ხორციელდება და მშენებლობის, მომსახურების, წარმოების, დიზაინის, კვების, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, საფინანსო, ინჟინერიისა და ინფორმაციის ტექნოლოგიის სფეროებში, შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი პროფესიული კურსების შეთავაზებას და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, მათ დასაქმებას ითვალისწინებს.

პროგრამის პარტნიორი კოლეჯებია:

დაინტერესებული მოქალაქეების ელექტრონული რეგისტრაცია პირველ ნოემბერს იწყება და 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, თბილისის მერიის ვებგვერდზე: www.Tbilisi.gov.geდა ელექტრონულ პორტალზე www.dasakmdi.ge. სასწავლო პროცესი დაიწყება 20 ნოემბერს.

პროფესიული სპეციალობები

კოლეჯი „სპექტრი“

გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი

კოლეჯი „მერმისი“

კოლეჯი „იკაროსი“

პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობები: