მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია ქალზე ძალადობის წინააღმდეგ აქციას უერთდება

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და მერის მრჩეველი გენდერულ საკითხებში ნინო ბურძენიძე 6 დეკემბერს, 12:00 საათზე, ქალზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ აქციაში მიიღებენ მონაწილეობას. ინფორმაცია ამის შესახებ report.ge-ს მერიის პრესსამსახურმა აცნობა. 

"დედაქალაქის მერია კვლავ უერთდება ქალთა ძალადობის საწინააღმდეგო 16-დღიან ყოველწლიურ მსოფლიო კამპანიას,"-ნათქვამია განცხადებაში. 

აქცია თავისუფლების მოედანზე, ავტობუსების გაჩერებიდან დაიწყება და რუსთაველის გამზირზე მდებარე გაჩერებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაგრძელდება.