მესტიაში, 27 წლის კაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

მესტიაში, დენის დარტყმის შედეგად 27 წლის კაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით ახალგაზრდა ავტომანქანის ძარაზე იდგა, როდესაც მაღალი ძაბვის ელექტრო სადენს წამოედო. ის ადგილზე გარდაიცვალა. 

report.ge-ს ფაქტი შსს-ში დაუდასტურეს. მიმდინარეობს გამოძიება.