მეტალურგიულ ქარხანაში თანამშრომელი გარდაიცვალა

ქუთაისში, მეტალურგიულ ქარხანაში თანამშრომელი გარდაიცვალა.

report.ge-ის ინფორმაციით, ის ქარხანაში ლითონის დნობის სამუშაოების  დროს გადმოვარდნილი, ცეცხლმოკიდებული ნაწილის ჩაქრობას ცდილობდა, რა დროსაც სავარაუდოდ, დიდი რაოდენობის კვამლი ისუნთქა. 50 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.