მეტრო ტექნიკურ უნივერსიტეტთან სახანძრო და სასწრაფოა მობილიზებული

მეტროსადგურ ტექნიკურ უნივერსიტეტთან მობილიზებულია სახანძრო სამსახურის 5 ბრიგადა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 

როგორც report.ge-ს კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება მეტროსადგურში ძლიერი დაკვამლიანებაა. თვითმხილველთა თქმით, გაჩერებულია საბურთალოს ხაზის მოძრაობა და სავარაუდოდ მგზავრები ვაგონებში იმყოფებიან. 

report.ge დეტალებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აზუსტებს.