მეტრო ტექნიკური უნივერსიტეტიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა

მეტროსადგურ ტექნიკურ უნივერსიტეტთან 5 სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟების მობილიზება, მეტროსადგურის ვესტიბულის ტექნიკურ ოთახში მომხდარ მოკლე ჩართვას უკავშირდება, რამაც ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია. 

როგორც Report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, დაშავებული არავინაა, მგზავრები ამოყვანილნი არიან, მოძრაობა კი დროებით შეჩერებულია. ამ ეტაპზე, მეხანძრე-მაშველები პერიმეტრს ამოწმებენ.