მეტროსადგური "ავლაბარი" გაიხსნა

მეტროსადგური "ავლაბარი", რომელიც "საქართველოს ბანკზე" თავდასხმის გამო დაკეტილი იყო, გახსნეს.

სამართალდამცველებმა ბანკზე თავდამსხმელი უკვე დააკავეს. გაათავისუფლეს მძევლებიც.

ცნობისთვის, თბილისში, ავლაბარში მდებარე "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი დაახლოებით 2 საათის წინ შეიჭრა.