მეტროს ლიანდაგში ახალგაზრდა კაცი ჩავარდა

მეტროსადგურ „დიდუბის“ ლიანდაგში ადამიანი ჩავარდა. როგორც report.ge-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ინციდენტის გამო, მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის და ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

ახალგაზრდა კაცი ლინდაგებსა და მატარებელს შორისაა გაჭედილი. კაცის ამოსაყვანად მაშველები ამ წუთებში მუშაობენ.