მეტროს ვაგონში შუა ხნის ქალი გარდაიცვალა

მეტროსადგურ "ისანში" 60 წლამდე ასაკის ქალი, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. როგორც report.ge-ს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, ქალი შეუძლოდ ვაგონში გახდა. 

ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური, თუმცა, ექიმებს ქალი გარდაცვლილი დახვდათ.