მეუფე იაკობი კორონავირუსით დაინფიცირდა

ბოდბელ ეპისკოპოსს, მეუფე იაკობს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია Report.ge-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაუდასტურეს.

„დღეს მოათავსეს კლინიკაში, მიმდინარეობს კვლევები, სხვა დეტალებს ჯერჯერობით ვერ გეტყვით“, – განუცხადა Reprot.ge-ს  პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ.