მეუფე იაკობი ნინო ლომჯარიას ხვდება

ამ წუთებში მეუფე იაკობი საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ხვდება. შეხვედრა თბილისში, საპატრიარქოს უნივერსიტეტში მიმდინარეობს.

შეხვედრის ინიციატორი მეუფე იაკობია. საუბრის მთავარი თემა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებული მოვლენებია.

სავარაუდოდ, დღესვე გაირკვევა, მიეცემათ თუ არა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს ბავშვთა პანსიონში შესვლისა და მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა.