მეუფე იოანე: ზიარების კოვზით არავინ დაინფიცირებულა

"ზიარების კოვზით არავინ დაინფიცირებულა", - ამის შესახებ ქუთაის-გაენათელი ეპარქის მიტროპოლიტმა მეუფე იოანე გამრეკელმა განაცხადა. მისი თქმით, ადამიანს იმაზე მეტ სიმძიმეს "არ დაადებს უფალი, რისი ტვირთვაც არ შეუძლია".

"განსაცდელია ჩვენი ცხოვრება, განსაცდელს ხან ვხედავთ, ხან-ვერა. ქრისტიანი ხედავს განსაცდელს, მაგრამ სასოწარკვეთილებაში არ არის, არაა მარტო და არ ეშინია. იმაზე მეტ სიმძიმეს არ დაადებს უფალი, რისი ტვირთვაც არ შეუძლია. ყველა თავის სიტყვაზე აგებს პასუხს, პრემიერის მაგივრად ვერ გეტყვით, პრემიერი რატომ ამბობს, თვითონ იცის, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ამ კოვზით არავინ დაინფიცირებულა", განაცხადა მეუფე იოანემ.