მეუფე იობი კორონავირუსით დაინფიცირდა

ურბნისისა და რუსისის მიტროპოლიტ იობს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ის თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. 

ინფორმაციას კლინიკაში ადასტურებენ, თუმცა სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.