მეუფე პეტრე პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან გაათავისუფლა

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე (ცაავა) წმინდა სინოდმა მღვდელთმთავრობიდან განაყენა.

„დღეს წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ. მიმაჩნია, რომ უსამართლოდ განმაყენა მღვდელმთავრობიდან“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან მეუფე პეტრემ განაცხადა, რომელმაც სინოდის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ამ წუთებში საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გრძელდება. 

შეგახსენებთ, რომ სხდომა უკვე ერთი საათია მიმდინარეობს. კიდევ რა საკითხები განიხილა სინოდმა ამ ეტაპზე უცნობია.