მეუფე სტეფანე საავადმყოფოში გადაიყვანეს

მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილი ცაგერში, საკუთარ კელიაში უგონო მდგომარეობაში იპოვნეს, -  ინფორმაციას ამის შესახებ "მსოფლიო საეკლესიო სიახლენი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა და კატასტროფის მანქანით თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიწყვეს.

ამ დროისთვის იგი ჰოსპიტალიზებულია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

წყაროს ინფორმაციით, მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია თორმეტგოჯა ნაწლავის გასკდომამ.