მეუფე სტეფანემ ქალი ტაძრიდან გააძევა - VIDEO

მეუფე სტეფანემ ტაძრიდან ქალი გააძევა. ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ასეთ სადამსჯელო ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც ქალმა ქადაგების დროს საუბარი შეაწყვეტინა და კითხა, თუ რატომ გაუშვა სამსახურიდან. 

როგორც აღმოჩნდა, ქალი ეპარქიაში მზარეულად მუშაობდა და ჟურნალისტებთან ინტერვიუს შემდეგ მას სამსახური დაატოვებინეს. მისი განცხადებით, მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ ხელფასის მომატებას ითხოვდა. 

მეუფე სტეფანემ თქვა, რომ ქალი პროვოკატორია და მისი გათავისუფლების ბრძანებაში ყველა საჭირო ინფორმაცია მოცემულია.