ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი, მეუფე იობი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეპარქიის პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელმონაზონი იერონიმე ავრცელებს.
,,დაინტერესებულ პირებს გაცნობებთ, რომ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი კორონავირუსული ინფექციისგან სრულიად განიკურნა, საავადმყოფოდან დღეს გაწერეს და თავს კარგად გრძნობს.
მადლობას გიხდით ყველას გულწრფელი ლოცვებისა და ყურადღებისთვის", - წერს მღვდელმონაზონი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მეუფე იობს კორონავირუსი 19 დეკემბერს დაუდასტურდა.
მიტროპოლიტი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.