მგელმა შუახნის კაცი დაკბინა

რუსთავის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ ეკლესიასთან, შუახნის კაცი მგელმა დაკბინა.  დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გაუწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას INFORUSTAVI ავრცელებს. 

როგორც რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა ირაკლი ჯანგულაშვილმა განაცხადა, კაცი დაახლოებით 2-3 დღის დაკბენილი იყო. 

"2-3 დღის დაკბენილი იყო. იოდი წავუსვით და შეხვევა არ დასჭირვებია. ნაჩხაპნი ჰქონდა თათებით. ვერ გეტყვით, რატომ არ მოგვმართა მანამდე", - განაცხადა ირაკლი ჯანგულაშვილმა.