მღვდელმონაზონი ანდრია სარია სოციალურ ქსელში ვაქცინაციასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
,,მღვდელს რომ ექიმი გიმტკიცებს დაიჩიპები ვაქცინითო, ამ ქვეყნის საშველს ეჭვით შეხედავ ახლო პერსპექტივაში!!!", - წერს მამა ანდრია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი გუშინ, 15 მარტს დაიწყო. პირველ ეტაპზე მედიკოსები აიცრებიან.
ქვეყანამ AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს მიიღო.