მგზავრობის ღირებულება 50 თეთრი იქნება - კალაძე

საბაგირო 15 ივნისიდან ჩაერთვება გადახდის ინტეგრირებულ სისტემაში და მგზავრობის საფასური  50 თეთრი იქნება- განაცხადა თბილისი მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალარის მერიაში ბიუროს სხდომაზე.

"მიმდინარე წლის 20 აპირლიდან ექსპლუატაციაში შევიდა უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო. დღეს კი ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია, საბაგირო 15 ივნისიდან ჩაერთვება გადახდის ინტეგრირებულ სისტემაში" - აცხადებს კახა კალაძე.