მიხეილ გელა სალუაშვილი გარდაიცვალა

ქართველი პოლიტიკოსი მიხეილ გელა სალუაშვილი 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მიხეილ-გელა სალუაშვილმა 1992 წლის იანვარში დააარსა პარტია „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, რომლის თავმჯდომარეც იყო.

2013-2018 წლებში მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში. 2014 წელს კი თბილისის მერის არჩევნებში.

ასევე, კენჭს იყრიდა საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.