მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საწინააღმდეგო ხელმოწერებს აგროვებენ

მოქალაქეები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების წინააღმდეგ მანიფესტზე ხელმოწერებს აგროვებენ. პეტიციის იდეის ავტორი ნანა კაკაბაძეა. ის გუშინ, რუსთავის ციხესთან გამართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

"არა სააკაშვილის უკანონო თავისუფლებას" ასე ჰქვია მანიფესტს, რომელსაც, ამ დროისთვის, 4 000 ხელმოწერა აქვს. ორგანიზატორები 15 000 ხელმოწერის შეგროვებას გეგმავენ.