მიკროავტობუსი ხევში გადავარდა - დაღუპულია დედა-შვილი

მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულია დედა-შვილი. დაშავებულია 6 ადამიანი. ადგილზე შესაბამისი სამსახურებია მობილიზებული.

გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის გამოც ის გზიდან ხევში გადავარდა.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.