მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა - არის მსხვერპლი

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ ჩაილურთან ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი, მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმის გამო ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, რამდენიმე- კი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდებათ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge -ს განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.