,,მინდა, იმედად გეგულებოდეთ ვისაც დახმარება გჭირდებათ"- ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოებას მიმართავს. 

როგორც მედიკოსი ,,ფეისბუქპოსტში" აღნიშნავს, ის მზად არის, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეებს რეკომენდაციები გაუზიაროს და დაეხმაროს.

,,ბევრნი მეკითხებით, რატომ ამოგშალეთ მეგობრების სიიდან... არავინ წამიშლიხართ. ფბ გვერდი გავაუქმე რამდენიმე თვის წინ, ეს ახალი გვერდია. დავბრუნდი მხოლოდ დროებით, რომ კოვიდ პერიოდში თქვენს გვერდით ვიყო. ვცდილობ, გაგიზიაროთ ამერიკული გამოცდილება, შეგეხიდოთ, დაგამშვიდოთ... მინდა, იმედად გეგულებოდეთ ვისაც დახმარება გჭირდებათ და მოგწვდებით", - წერს ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ექიმმა საზოგადოებას კორონავირუსთან დაკავშირებით საჭირო რჩევები გაუზიარა.