დღეს უნალექო ამინდი იქნება

22 ოქტომბერს, საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილისში, ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსამდე გათბება.

ბათუმში, ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება. ზუგდიდში კი +25 გრადუსია ნავარაუდები.

+27 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი ქუთაისში.

თელავში, ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსს მიაღწევს, ლაგოდეხში +24 გრადუსი იქნება, სიღნაღში კი +22 გრადუსია მოსალოდნელი.

მესტიაში ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება. ცაგერში +24, ბახმაროში კი +20 გრადუსი იქნება.