"მინისტრი მართალია და ვეთანხმები" - ფხაკაძე

პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას ეხმაურება:

-„რა თქვა ასეთი მინისტრმა, რაც შეიძლება გაუგებარი იყოს?! – ახლა ადამიანს გაგება თუ არ უნდა და სირაქლემის პოზიციაში ყოფნა ურჩევნია, ეგ სხვა საქმეა, იმას არაფერი ეშველება, სამწუხაროდ, ეს არის ფაქტი. მინისტრი კი მართალია და ვეთანხმები“.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მსოფლიოში ვაქცინირებული პირების გარდაცვალების ერთეული შემთხვევები ფიქსირდება, ეს პანიკის საფუძველს არ უნდა წარმოადგენდეს.