,,მიყვარხარ პატრიარქო!"- პატარა ბიჭის ემოციური შეხვედრა პატრიარქთან - VIDEO

პატარა ბიჭისა და ილია მეორეს ემოციური შეხვედრის ვიდეო სოციალურ ქსელს იპყრობს.

კადრები ხარების დღესასწაულზე, სამების საკათედრო ტაძარშია გადაღებული. 

ტაძარში მყოფ პატრიარქს პატარა ბიჭმა დაუძახა – „მიყვარხარ პატრიარქო!“, რის შემდეგაც ილია მეორემ ბავშვი დალოცა. 

ვიდეოს სოციალურ ქსელში ელინა ღამბაშიძე აქვეყნებს.