მიტოვებულ შენობაში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

ქალაქ ლანჩხუთში, რკინიგზის სადგურთან, მიტოვებულ შენობაში სამართალდამცველებმა ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს.

report.ge-ს ინფორმაციით, ფაქტი სუიციდს უკავშირდება.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს გუშინ საღამოდან ეძებდნენ. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.