მიტროპოლიტ გერასიმეს კორონავირუსზე ტესტირება ხვალ ჩაუტარდება

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის პრეს-ცენტრის ცნობით მიტროპოლიტი გერასიმე თვითიზოლაციაში არ გადასულა და კორონავირუსზე ტესტირებას ხვალ ჩაიტარებს. 

აღნიშნულ ინფორმაციას ეპარქია Facebook გვერდზე ავრცელებს. 

"დღეს გავრცელდა ინფორმაცია ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს თვითიზოლაციაში გადასვლის შესახებ. განვმარტავთ რომ მეუფე გერასიმე თვითიზოლაციაში არ არის. ვირუსი დაუდგინდა ტაძრის მესანთლეს რომელიც თბილისიდან დაბრუნდა ამ დღეებში. თავად მიტროპოლიტი გერასიმე ხვალ გეგმავს ტესტირებას ვირუსზე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ჩვენთან არს ღმერთი," - აღნიშნულია ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.