მიტროპოლიტ სტეფანეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

მეუფე სტეფანეს თქმით, თავს კარგად გრძნობს და ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება. 

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1,872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 30 303-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 603პაციენტი და საერთო რაოდენობა 11 370-ს შეადგენს. გარდაიცვალა 14 ადამიანი და გარდაცვლილთა რაოდენობა 215 ადამიანს შეადგენს.